Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში ყველაზე მაღალი ტემპერატურა


დიდ ბრიტანეთში ყველაზე მაღალი ტემპერატურა იქნა დღეს აღრიცხული ამ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე.

დიდ ბრიტანეთში ყველაზე მაღალი ტემპერატურა იქნა დღეს აღრიცხული ამ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე.
ლონდონის დასავლეთით, ჰითროუს აეროპორტში, თერმომეტრმა 37,4 გრადუსი უჩვენა ცელსიუსის სკალაზე. თავისებური რეკორდი იქნა მიღწეული გერმანიაშიც; ბავარიაში, მიუნჰენის ჩრდილოეთით, თერმომეტრი 40,4 გრადუსს უჩვენებს. უჩვეულო სიცხე ევროპაში სულ ცოტა კიდევ ერთ კვირას გასტანს. ორმოცამდე გაიზარდა სიცხისაგან დაღუპულთა რიცხვი. ტყის ხანძრებმა აურაცხელი ზარალი მიაყენა იტალიას, პორტუგალიას, საფრანგეთსა და ხორვატიას.
XS
SM
MD
LG