Accessibility links

კვირას პოლონეთში ავარია განიცადა ავტობუსმა


კვირას პოლონეთში ავარია განიცადა ავტობუსმა, რომელსაც ბერლინიდან სარატოვში მიჰყავდა რუსი ტურისტები. ავარიის შედეგად 19 მგზავრი დაშავდა.

კვირას პოლონეთში ავარია განიცადა ავტობუსმა, რომელსაც ბერლინიდან სარატოვში მიჰყავდა რუსი ტურისტები. ავარიის შედეგად 19 მგზავრი დაშავდა.
როგორც რუსეთის კონსულმა პოზნანში ალექსანდრ იაკოვენკომ განაცხადა, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ისინი სულ მალე შესძლებენ მოგზაურობის გაგრძელებას. ერთი დაზარებული ქალი საავადმყოფოში დარჩება. ავტობუსი, გერმანია-პოლონეთის საზღვართან საბარგო ავტომანქანას დაეჯახა. წინასწარი მონაცემებით, ავარია, საბარგო ავტომანქანის მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG