Accessibility links

logo-print

ლიბერიის პრეზიდენტმა ჩარლზ ტეილორმა ძალაუფლება


ლიბერიის პრეზიდენტმა ჩარლზ ტეილორმა ძალაუფლება ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ მოუზეს ბლას გადასცა. უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიას ლიბერიის დედაქალაქში მეზობელი

ლიბერიის პრეზიდენტმა ჩარლზ ტეილორმა ძალაუფლება ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ მოუზეს ბლას გადასცა. უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიას ლიბერიის დედაქალაქში მეზობელი
ქვეყნების პრეზიდენტები ესწრებოდნენ. ნიგერიისა და სამხრეთი აფრიკის სამშვიდობო ჯარები დღევანდელი ცერემონიის ადგილს - ჩარლზ ტეილორის ადგილსამყოფელს იცავენ. განის პრეზიდენტმა ცერემონიაზე განაცხადა, რომ ტეილორის გადადგომით ლიბერიაში სამოქალაქო ომი დასრულდა. ლიბერიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას შეერთებული შტატები აიძულებს დატოვოს თანამდებობა და საკუთარ თავს "განტევების ვაცს" უწოდებს. ლიბერიიდან წასვლის შემდეგ ტეილორი თავს ნიგერიას შეაფარებს.
XS
SM
MD
LG