Accessibility links

logo-print

ამერიკელი სამხედროების ცნობით, ისინი შეუდგნენ


ამერიკელი სამხედროების ცნობით, ისინი შეუდგნენ მორიგი ოპერაციის განხორციელებას ერაყში სადამ ჰუსეინის მომხრეთა მოძიებისა და ლიკვიდაციისათვის. ოპერაციას "კლაკნილი ელვა"

ამერიკელი სამხედროების ცნობით, ისინი შეუდგნენ მორიგი ოპერაციის განხორციელებას ერაყში სადამ ჰუსეინის მომხრეთა მოძიებისა და ლიკვიდაციისათვის. ოპერაციას "კლაკნილი ელვა"
ჰქვია. პოლკოვნიკ უილიამ მაკდონალდის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია ერაყის მიყრუებულ ქალაქებში ერაყის ყოფილი ლიდერის იმ მომხრეთა პოვნა, რომლებიც შეიძლება კოალიციის ძალების წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ. ახალი ოპერაციის დაწყების შესახებ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც კვირას ღამით ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ბაკუბაში თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა. არის აგრეთვე ცნობა იმის შესახებაც, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა შაბათს შეცდომით ორი ერაყელი პოლიციელი მოკლეს. ამერიკელი სამხედროები ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ. ქალაქ ბასრაში კი, სადაც გასულ შაბათ-კვირას არეულობა იყო, ვითარებას კვლავ ბრიტანელი ჯარისკაცები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG