Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ კვირის ბოლოს საქართველოში ჩავა


ამ კვირის ბოლოს საქართველოში ჩავა ამერიკელ სამხედრო ინჟინერთა ოცდაათკაციანი ჯგუფი, რომლის წევრებიც "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში

ამ კვირის ბოლოს საქართველოში ჩავა ამერიკელ სამხედრო ინჟინერთა ოცდაათკაციანი ჯგუფი, რომლის წევრებიც "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში
მრავალეროვნულ წვრთნებს ჩაატარებენ. "პრაიმ ნიუსი" საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ნატოს პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის" საკოორდინაციო შტაბის უფროს ირაკლი ბატკუაშვილზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამერიკელი სამხედროები სამხედრო-სამედიცინო სწავლებისთვის სართიჭალის საავადმყოფოს მოამზადებენ. აგვისტოს ბოლოს კი საქართველოს ეწვევა ამერიკელ სამხედროთა მეორე ჯგუფი, რომელიც კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო სწავლებისთვის მომზადებას შეუდგება. სწავლება, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას ითვალისწინებს, ვაზიანის ბაზაზე ჩატარდება.
XS
SM
MD
LG