Accessibility links

logo-print

მასობრივი არეულობებისა და ძალადობის ტალღა ერაყში


ერაყში მეორე დღეა გრძელდება თავდასხმები კოალიციის ჯარებზე. როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი დაიჭრა ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბააკუბაში,

პოლიციის ქვეგანყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად. ერაყის სხვადასხვა ქალაქაში კი გასულ ღამეს აფეთქებით გამოწვეული ჭრილობები კიდევ ოთხმა ამერიკელმა ჯარისკაცმა მიიღო. საერთაშორიო ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება ერაყის სამხრეთით ქალაქ ბასრაში დაწყებული მასობრივი არეულობები, რომლის დროსაც კვირას ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მიმომხილველების თქმით, ძალადობის ესკალაციას შორსმიმავალი მიზნები აქვს. გთავაზობთ ამ საკითხზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, ჩარლზ რეკნაგელის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს.

შაბათს, არეულობები ბასრის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში, სადაც თერმომეტრი ამ დღეებში 50 გრადუსს სიცხეს აფიქსირებს, ელექტროენერგიის არასტაბილურმა მიწოდებამ და ბენზინის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია.
9 აგვისტოს, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობით შეწუხებული ათასობით ადამიანი პროტესტს იმით გამოხატავდა, რომ არბევდა ბენზინგასამართ სადგურებს და ქვებს უშენდა ბრიტანელ ჯარისკაცებს. მიმომხილველებს თქმით, ასეთი მასობრივი პროტესტი მშვიდობისმოყვარე შიიტი მსულიმანებით დასახლებულ რაიონში პირველია მას შემდეგ, რაც ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხეს. ამასთან მოპიკეტეები დაუფარავად აცხადედნენ, რომ ისინი არ უჭერენ მხარს სადამ ჰუსეინის რეჟიმს და რომ მათი მოთმინების ფიალა მას შემდეგ აივსო, რაც შავ ბაზარზე საწვავზე ფასმა ლამის 16-ჯერ აიწია.

ერაყელები ამ ძალადობას აბრალებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოალიციის წარუმატებლობას, რომელიც მათი თქმით იმაში გამოიხატება, რომ სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ დაპირებული ეკონომიკური აყვავების ნაცვალად, ცხოვრების დონე 10-ჯერ უფრო გაუარესდა, ვიდრე ეს გაეროს ყბადაღებული სანქციებისა და სამ კვირიანი ომის დროს იყო.
თუმცა, ამერიკის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაულელი აცახდებს, რომ მიუხედვად რთული მდგომარეობისა, ერაყი მაინც პროგრესის გზაზე დგას.

[კოლინ პაუელის ხმა] ნს 073118 "იქ ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს, ყველა ჰოსპიტალი ამოქმედდა და ღიაა პაციენტებისთვის. ინფრასტრუქტურაც ნელა, მაგრამ საგრძნობად უბრუნდება ომამდელ მდგომარეობას."

თუმცა, მოსახლეობის იმედგაცრუებისა და ხელისუფლების ოპტიმიზმის უკან დგას აღდგენითი პროცესისთვის დამახასიათებელი წინააღდეგობა, რომელიც სუსტად უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გამო ბევრ პრობლემებს უქმნის კოალიციის ჯარებს.

ბასრაში, ხშირია ნავთობპროდუუტებისა და ელექტროენერგიის დატაცების შემთხვევები, რის უკანაც, კოალიციის წარმომადგენელღა თქმით, შესაძლოა კარგად ორგანიზებული პოლიტიკური საბოტაჟის ნიშნები იმალებოდეს.
მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში, ერაყში ამერიკის წარმომადგენლობის განაცხადებით, მათ ნავთობის ქურდობაში ეჭვმიტანილი150 ადამიანი დააკავეს და ადრეული ბენზინით სავსე 100 ტანკერის კონფისკაცია მოახერხეს.
ორი დღის წინ კი ბრიტანეთის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა 1100 ტონა ნავთობის უკანონო გატანის ფაქტი აღკვეთეს უმა ყასრის პორტიდან.

/აუტრო/ ნავთობროდუქტების კონტრაბანდის გარდა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, სპილენძის მოპოვების მიზნით, ელექტროგადამცემი ხაზების ქურდობა, რაც კოალიციის წარმომადგენლის თქმით კეთდება იმ განზრახვით, რომ შეაფერხოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის დენის მიწოდება და გამოიწვიოს დაძაბულობა მოსახლეობის რიგებში.
XS
SM
MD
LG