Accessibility links

logo-print

ლიბერიის დროებითმა მმართველმა -მოზეს ბლამ


ლიბერიის დროებითმა მმართველმა -მოზეს ბლამ მზადყოფნა გამოთქვამს აჯანყებულთა წარმომადგენელს, ამ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზოს.

ლიბერიის დროებითმა მმართველმა -მოზეს ბლამ მზადყოფნა გამოთქვამს აჯანყებულთა წარმომადგენელს, ამ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზოს.
ამერიკული ტელეკომპანია "სი-ენ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მან აგრეთვე მოუწოდა ოპოზიციას, დაყაროს იარაღი და მონაწილება მიიღოს სამშვიდობო პროცესში. მაგრამ ამ მოწოდებას ჯერ შედეგი არ მოჰყოლია. მონროვიაში 12 აგვისტოს კვლავ განახლდა შეტაკება აჯანყებულებსა და სამთავრობო ჯარი სნაწილებს შორის. ამბოხებულები ულტიმატუმის ფორმით ითხოვენ მთავრობის დაკომპლექტებასა და ახალი პრეზიდენტის დანიშვნას. როგორც ცნობილია, ყოფილმა პრეზიდენტმა ჩარლზ ტეილორმა, ორშაბათს საკუთარი ნებით დატოვა ქვეყანა. გაერო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას. დროებითი მეთაური მოზეს ბლა ქვეყნის სათავეში 2 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებამდე დარჩება.
XS
SM
MD
LG