Accessibility links

ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რეიდის დროს


ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რეიდის დროს, სულ მცირე შვიდი ადამიანი დააპატიმრეს წუხელ ერაყის ქალაქ თიქრითში.

ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რეიდის დროს, სულ მცირე შვიდი ადამიანი დააპატიმრეს წუხელ ერაყის ქალაქ თიქრითში.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჯარის ნაწილებმა ალყაში მოაქციეს დასახლება, სადაც დაზვერვის მონაცემებით კოალიციის ჯარიკაცებზე მომხდარი თვდასხმების ორგანიზატორები აფარებდნენ თავს. თიქრითი, როგორც ცნობილია, - სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქია და აქ დამხობილი დიქტატორის ყველზე მეტი მომხრე ცხოვრობს. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური ძიება იმის დასადგენად, თუ ვინ აფინანსებს ბოლო დროს გახშირებულ დივერსიებსა და თავდასხმებს ერაყის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG