Accessibility links

logo-print

სამშაბათს, ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე


სამშაბათს, ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომელიც დევიდ კელის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ეხება, ბი-ბი-სის კორესპონდენტის ენდრიუ გილიგანის მოსმენა გაიმართა.

სამშაბათს, ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომელიც დევიდ კელის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ეხება, ბი-ბი-სის კორესპონდენტის ენდრიუ გილიგანის მოსმენა გაიმართა.
სწორედ გილიგანია ის ჟურნალისტი, რომელსაც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტი ესაუბრა ე.წ. "ერაყის დოსიეს" შესახებ. ჟურნალისტის თქმით, კელლიმ მას უთხრა, რომ ბრიტანეთის მთავრობას სურს დოსიე უფრო სარწმუნოდ აქციოს, რის გამოც, გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, მასში გადაუმოწმებელი მასალები შეიტანაო. გილიგანმა მოიყვანა კელის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის არსენალი ძნელად თუ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ საფრთხეს.
XS
SM
MD
LG