Accessibility links

logo-print

ავღანეთის სამხრეთში, პროვინცია ჰელმანდში, სულ


ავღანეთის სამხრეთში, პროვინცია ჰელმანდში, სულ ცოტა 15 ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს.

ავღანეთის სამხრეთში, პროვინცია ჰელმანდში, სულ ცოტა 15 ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს.
პროვინციის დედაქალაქში ბომბი აფეთქდა სამგზავრო ავტობუსში. ასევე სამხრეთში მდებარე პროვინცია ხოსტში თალიბების მსხვილი რაზმი, რომლის შემადგენლობაში სულ ცოტა ასი კაცი იყო, თავს დაესხა ავღანეთის სამთავრობო ჯარის ნაწილებს. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იტყობინება, ბრძოლაში მოკლულ იქნა სულ ცოტა 20-მდე თავდამსხმელი, და 5 სამხედრო მოსამსახურე. პროვინცია ურუზგანში 25 მეომარი იქნა მოკლული მას მერე, რაც შეტაკებები მოხდა პროვინციის ყოფილი ლიდერისა და მისი მემკვიდრის რაზმებს შორის. ავღანეთის დედაქალაქში ორი სტუდენტი დაიღუპა თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დაღუპულები ტერაქტს ამზადებდნენ.
XS
SM
MD
LG