Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის ურუს-მარტანის რაიონში, სოფელ როშნი-ჩუს


ჩეჩნეთის ურუს-მარტანის რაიონში, სოფელ როშნი-ჩუს მახლობლად ჩეჩენ მოჯაჰედებთან ბრძოლაში დაიღუპა რუსეთის ერთი სამხედრო მოსამსახურე, ოთხი დაიჭრა.

ჩეჩნეთის ურუს-მარტანის რაიონში, სოფელ როშნი-ჩუს მახლობლად ჩეჩენ მოჯაჰედებთან ბრძოლაში დაიღუპა რუსეთის ერთი სამხედრო მოსამსახურე, ოთხი დაიჭრა.
შალის რაიონის დაბა ავტურიში შეიარაღებულმა ჩეჩნებმა ავტომატის ცეცხლი გაუხსნეს ნოვოსიბირსკის ომონის რაზმს. ერთი პოლიციელი დაიღუპა. გროზნოში თავს დაესხნენ შრომისა და სოციალური დაცვის მთავარ ინსპექტორს, კოსუმ ჯანრალიევს. მძიმედ დაიჭრნენ ინსპექტორი და კიდევ ორი პირი, რომლებიც მის მანქანში იმყოფებოდნენ. შატოის რაიონში 20-მდე შეიარაღებული ჩეჩენი დაესხა თავს დაბა ასლანბეკ-შერიპინოს მილიციის განყოფილებას. მათ შენობას ცეცხლი წაუკიდეს, გაიტაცეს იარაღი და სამი ავტომანქანა.
XS
SM
MD
LG