Accessibility links

logo-print

ერაყში არ წყდება კოალიციის სამხედრო


ერაყში არ წყდება კოალიციის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმები.

ერაყში არ წყდება კოალიციის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმები.
ოთხშაბათს ამერიკის ორი ჯარისკაცი მოკლეს და სულ ცოტა სამი დაიჭრა. ბაღდადის ჩრდილოეთით ამერიკის ავტოკოლონის გავლისას ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ქალაქ თიქრითის რაიონში. გზაზე მოთავსებულ ნაღმზე აფეთქდა სამხედრო ავტომობილი. დაიღუპა ამერიკის სამხედრო მოსამსახურე. ამერიკულ-ბრიტანული დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ თავდასხმებსა და დივერსიებს ბოლო მოეღება. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ოთხშაბათს დაიწყო მილსადენით ნავთობის გადაქაჩვა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქირქუქიდან თურქეთის ხმელთაშუაზღვის პორტ ჯეიჰანამდე.

XS
SM
MD
LG