Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერიაში მეამბოხეებმა დედაქალაქ მონროვიის ნავსადგური


ლიბერიაში მეამბოხეებმა დედაქალაქ მონროვიის ნავსადგური მრავალეროვან სამშვიდობო ჯარებს გადააბარეს.

ლიბერიაში მეამბოხეებმა დედაქალაქ მონროვიის ნავსადგური მრავალეროვან სამშვიდობო ჯარებს გადააბარეს.
ამ ჯარებს ნიგერიელები ხელმძღვანელობენ. ნავსადგურის გახსნა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს, სურსათით და წყლით მოამარაგონ ომით გაჩანაგებული ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა. მეამბოხეების მიერ ნავსადგურის ჩაბარებამდე მონროვიაში შვეულმფრენებით ჩაფრინდნენ ამერიკელი საზღვაო ფეხოსნები, აფრიკელი მშვიდობისმყოფელების დასახმარებლად. მოკლე ცერემონიას ნავსადგურის გადაცემასთან დაკავშირებით დაესწრნენ მეამბოხეების სარდალი სეკუ ფოფანა და ამერიკის ელჩი ლიბერიაში. ფოფანას თქმით, მეამბოხეები მხარს უჭერენ სამშვიდობო პროცესს. სამოქალაქო კონფლიქტი ლიბერიაში 14 წლის წინ დაიწყო.
XS
SM
MD
LG