Accessibility links

logo-print

ავღანეთს მეტი დახმარება სჭირდება უცხოეთიდან


ავღანეთს მეტი დახმარება სჭირდება უცხოეთიდან უშიშროების მხრივ შემქნილ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად. ამ მოთხოვნით ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი აჰმად ჯალალი გამოვიდა

ავღანეთს მეტი დახმარება სჭირდება უცხოეთიდან უშიშროების მხრივ შემქნილ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად. ამ მოთხოვნით ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი აჰმად ჯალალი გამოვიდა
მას შემდეგ, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებებმა, მოქიშპე დაჯგუფებებს შორის ბრძოლებმა და თავდასხმებმა გუშინ 65-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" ორი მუშაკი, ქალები და ბავშვები, მთვარობის ერთგული მეომრები, თალიბები და სხვა პარტიზანები. მინისტრმა განსაკუთრებით დაგმო ავტობუსის აფეთქება, რომელმაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ჰელმანდის პროვინციაში. ასევე ავღანეთის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს სააგენტომ შეწყვიტა საქმიანობა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ასადაბადში მას შემდეგ, რაც მისი ბანაკის სიახლოვეს ნაღმი აფეთქდა. სააგენტოს შეწყვეტილი აქვს საქმიანობა კუნარის პროვინციაშიც.
XS
SM
MD
LG