Accessibility links

logo-print

ლიბიამ ხელი მოაწერა 1988 წელს


ლიბიამ ხელი მოაწერა 1988 წელს ლოკერბის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახის წევრებთან შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს მათთვის კომპენსაციის სახით 2700 მილიონი დოლარის გადახდას

ლიბიამ ხელი მოაწერა 1988 წელს ლოკერბის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახის წევრებთან შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს მათთვის კომპენსაციის სახით 2700 მილიონი დოლარის გადახდას
სანაცვლოდ ეტაპობრივად გაუქმდება ლიბიის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. ამის შესახებ დღეს განაცხადა ლონდონში ლიბიის ელჩმა მოჰამედ ალ-ზუაიმ. შეთანხმების მიხედვით, ლიბია 10 მილიონ დოლარს გადაუხდის თითოეულ ოჯახს, ხოლო გაერო და აშშ გააუქმებენ ლიბიის წინააღმდეგ სანქციებს. მაგრამ საფრანგეთის მოთხოვნით, გაეროს სანქციების გაუქმებამდე უფრო მომგებიანი შეთანხმება უნდა დაიდოს ლიბიასა და 1989 წელს ფრანგული თვითმფრინავის აფეთქების შედაგად დაღუპულების ოჯახებს შორის. ლიბიას, რომელსაც არ უკისრია ამ აფეთქების პასუხისმგებლობა, ბრალდებასთან დაკავშირებით 34 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი. აშშ შიშობს, რომ საფრანგეთის ძალისხმევა, ლიბიასთან უფრო მომგებიან გარიგებას მიაღწიოს, შეაფერხებს ლოკერბის საკითხის მოგვარებას. ამერიკული ოფიციალური წყაროს ცნობით, სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ესაუბრა ფრანგ საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ დე ვილეპანს და გამოთქვა შეშფოთება, რომ საფრანგეთის მოთხოვნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ლოკერბიზე დადებულ გარიგებას.ლოკერბი არის დასახლება შოტლანდიაში. იქ 1988 წლის 21 დეკემბერს ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის აფეთქებაში ლიბიელებს ადანაშაულებენ. აფეთქებამ თვითმფრინავში 259-ვე ადამიანისა და ლოკერბიში მყოფი 11 კაცის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG