Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია


გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მიესალმება ერაყში აშშ-ის მიერ დროებითი მთავრობის შექმნას, მაგრამ არ აღიარებს ამ ორგანოს.

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მიესალმება ერაყში აშშ-ის მიერ დროებითი მთავრობის შექმნას, მაგრამ არ აღიარებს ამ ორგანოს.
რეზოლუციაში ნათქვამია ასევე, რომ გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანის წინადადების შესატყვისად, ამოქმედდება ერაყში გაეროს მხარდამჭერი მისია. აშშ და გაერო იმედოვნებენ, რომ რეზოლუციას მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიური მონაწილეობა ერაყში რეკონსტრუქციისაკენ მიმართულ ძალისხმევაში. იუწყებიან აგრეთვე, რომ ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში აფეთქების შედეგად, რომელიც მათი სამედიცინო დახმარების მანქანასთან მოხდა. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები კი განაგრძობენ რეიდებს ბაღდადის ჩრდილოეთით. ამერიკელ პოლკოვნიკ ბილ მაკდონალდის თქმით, 6 შეიარაღებული ერაყელი მოკლეს და 10 შეიპყრეს ოთხშაბათის შემდეგ შეიარაღებულ დაპირისპირებებში.
XS
SM
MD
LG