Accessibility links

logo-print

გაეროს ლტოლვილების საქმეთა კომისარიატმა მკაცრად


გაეროს ლტოლვილების საქმეთა კომისარიატმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა იმ ძალადობრივი ზომების გამო,

გაეროს ლტოლვილების საქმეთა კომისარიატმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა იმ ძალადობრივი ზომების გამო,
რაც ინგუშეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დასაბრუნებლად გამოიყენება. უწყების წარმომადგენლის კრის იანოვსკის ცნობით, ამ დღეებში, ინგუშეთში, ბალას ლტოლვილთა ბანაკიდან 200 დევნილი ძალის გამოყენებით იქნა გააძევებული. ამასთან, ჩეჩნეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ლტოლვილთა ყველა ბანაკი ინგუშეთის ტერიტორიაზე 1 ოქტომბრამდე იქნება ლიკვიდირებული. 5 ოქტომბერს კი ჩეჩნეთში პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG