Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთში უგანდის ყოფილი პრეზიდენტი


საუდის არაბეთში უგანდის ყოფილი პრეზიდენტი, აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორი, იდი ამინი გარდაიცვალა.

საუდის არაბეთში უგანდის ყოფილი პრეზიდენტი, აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორი, იდი ამინი გარდაიცვალა.
იგი დაახლოებით 80 წლისა იყო - ყოფილი დიქტატორის დაბადების ზუსტი თარიღი არავინ იცის. მძიმე წონის ყოფილი მოკრივე და ბრიტანეთის კოლონიალურ ჯარში ნამსახურევი ამინი 1971 წელს მოვიდა ხელისუფლების სათავეში უგანდაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად. მისი რვაწლიანი მმართველობის პერიოდში უგანდაში, სხვადასხვა მონაცემებით, ასი ათასიდან ხუთასი ათასამდე ადამიანი იქნა მოკლული. დამხობის შემდეგ ამინი ლიბიაში, ხოლო შემდეგ ერაყში გაიქცა. ოთხი წლის წინ საუდის არაბეთი დათანხმდა ამინის მიღებაზე იმ პირობით, რომ უგანდის ყოფილი პრეზიდენტი თავს შეიკავებს პოლიტიკური საქმიანობისაგან.
XS
SM
MD
LG