Accessibility links

ამერიკელი სამხედროების ცნობით, ნავთობის მილსადენზე


ამერიკელი სამხედროების ცნობით, ნავთობის მილსადენზე პარასკევს გაჩენილი ხანძარი ჩრდილოეთ ერაყში, ლიკვიდირებულია.

ამერიკელი სამხედროების ცნობით, ნავთობის მილსადენზე პარასკევს გაჩენილი ხანძარი ჩრდილოეთ ერაყში, ლიკვიდირებულია.
როგორც ერაყის ნავთობმრეწველობის სამინისტროს წარმომადგენელმა თამერ ღადბანიმ განაცხადა, ხანძარი ჩრდილოეთი ერაყის დაბა ბაიჯის მახლობლად, მილსადენზე დადებული ნაღმის აფეთქებამ გამოიწვია. მისივე თქმით, რამდენიმე დღე გახდება საჭირო, ვიდრე ჩრდილოეთი ერაყიდან, თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურებში ნავთობის ტრანსპორტირება განახლდება. მილსადენი ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციის დამთავრების შემდეგ იქნა აღდგენილი და ოთხშაბათს 13 აგვისტოს დაიწყო მან ფუნქციონირება. იუწყებიან, რომ დღეს დილით ერაყში ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა, როცა სამხედრო ავტოკოლონას ქალაქ ბაქუბას მახლობლად ცეცხლი
გაუხსნეს.

XS
SM
MD
LG