Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლებს


ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება გაიმართა დღეს იმის დასაზუსტებლად,

ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება გაიმართა დღეს იმის დასაზუსტებლად,
თუ როდის იქნეს გაყვანილი ისრაელის ჯარი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ერიქონიდან და კალკილიიდან. შეთანხმება ჯარის გაყვანის თაობაზე ისრაელის თავდაცვის მინისტრის შაულ მოფაზისა და პალესტინელთა უშიშროების სამსახურის უფროსის მოჰამედ დაჰლანის შეხვედრის დროს იქნა მიღწეული. ისრაელს განზრახული აქვს ასევე პალესტინელებს გადააბაროს ქალაქების: რამალასი და ტულკარმის კონტროლირება. ამ შეთანხმების შესრულება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შესძლებს პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა - ბოლო მოუღოს ისრაელ მოქალაქეებზე პალესტინელ ექსტრემისტთა თავდასხმებს. ისრაელის ჯარის მთლიანი გაყვანა პალესტინელთა ტერიტორიებიდან "გზამკვლევის" სახელით ცნობილი საერთაშორისო სამშვიდობო გეგმითაა გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG