Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბი-ბი-სი და ბრიტანეთის მთავრობა მკვლელობის თანამომაწილობად სახლედებიან


ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომელიც ბრიტანელი მეცნიერის დევიდ კელის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ეხება, კვირის დასაწყისში ბი-ბი-სის კორესპონდენტის ენდრიუ გილიგანი დაიკითხა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ დევიდ კელი იყო წყარო იმ ინფორმაციისა, რომლის თანახმადაც, ბრიტნათის მთავრობამ გააზვიადა სადამ ჰუსეინის ხელთ არსებული მასობრივი განადგურების იარაღის მნიშვნელობა, რათა ერაყში ომის დაწყება გაემართლებინა. ამ პროცესის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ რეპორტაჟი მოამზადა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ქეთლინ ნოქსმა, რომელსაც კობა ლიკლიკაძე გაგაცნობთ.

დიდი ბრიტანეთის იარაღის ექსპერტის, დევიდ კელის სიკვდილის გამომწვევი მიზეზების გამო დაწყებული სასამართლო გამოძიების პროცესში ყველა მოუთმენლად ელოდა, მთავარი მოწმის, ბი-ბი-სის ჟურნალისტის ენდრიუ გილიგანის ჩვენებას. ვინაიდან გილიგანია სწორედ, ის ჟურნალისტი, რომელსაც, მისივე მტკიცებით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტი ე.წ. "ერაყის დოსიეს" შესახებ.

სასამართლო პროცესზე ჟურნალისტმა კვლავ გაიმეორა პუბლიკაციაში მოყვანილი ინფორმაცია. გელიგანის თქმით, კელლიმ მას უთხრა, რომ ბრიტანეთის მთავრობას სურს "ერაყის დოსიე" უფრო სარწმუნოდ აქციოს, რის გამოც, გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, მასში გადაუმოწმებელი მასალები შეიტანესო. კერძოდ, გადაცვლილის თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა დოსიეში მოყვანილი მტკიცება, თითქოს ერაყს შეეძლო 45 წუთის განმავლობაში გაეშალა მის ხელთ არსებული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი.

გილიგანის თქმით, კელიმ მას დაუსახელა ელისთერ კემპბელის, პრემიერ-მინისტ ტონი ბლეირის თანაშემწის სახელი, რომელსაც ყველაზე დიდ პასუხისმგებლობა ეკისრება დოსიეს შეცვლის გამო.

კელის საქმის გამო ტონი ბლერისა და მისი მთავრობის ნდობა საზოგადოებაში მნიშვნელოვნად შეირყა. კომპანია "იუგოვის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ გამოიკითხულთა 41 პროცენტი კელის მკვლელობაში დამნაშავედ მთავრობას მიიჩნევს. ხოლო ორი მესამედის აზრით, მთავრობა უპატიოსნო და არასაიმედოა.

"იუგოვის" გამოკვლევათა სამსახურის უფროსი ჯო ტვიმანი, კელის საქმეს ადარებს იმ სკანდალს, რომელიც მთავრობის მრჩევლის, ჯო მურის საქციელს მოჰყვა, როცა, 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს, ამ უკანასკნელმა შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა კოლეგებს: 11 სექტემბერი კარგი დღე იქნება ცუდი ამბების დასავიწყებლადო.

[ჯო ტვიმანის ხმა] " კელის საქმის ირგვლივ საზოგადოებას საკუთარი აზრი და რწმენა ჩამოუყალიბდა. მომხდარი ძალიან ჰგავს ჯო მურის შემთხვევას, როდესაც დღის წესრიგში დადგა საპრეზიდენტო მმართველობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების კულტურის საკითხი. ყველა ეს პრობლემა ისევ ამოვიდა ზედაპირზე და საზიანოა ხელისუფლებისათვის."

მაგრამ კელის ისტორიაში კარგად ვერ ბი-ბი-სი გამოყურება, რომლის ჟურნალისტური პრაქტიკა ასევე იქცა საზოგადოებრივი აზრის მწვავე განსჯის საგნად.

სოციოლოგიური სამსახურ "ტვიმენის" მიერ ჩატარებულმა გამოკვლებამ ცხადყო, რომ ბრიტანელთა 29 პროცენტის აზრით, კელის მკვლელობაში უეჭველი ბრალი ჟურნალისტსაც მიუძღვის. კელის არ სჯეროდა, რომ გილიგანის ერთადერთი წყარო მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო და არა სხვა ვინმე, მით უფრო, რომ ბი-ბი-სის რეპორატაჟში მან ვერ ამოიცნო საკუთარი ხმა.

/აუტრო/ინგლისელმა მოსამართლემ, ბრაიან ჰიტონმა, რომელიც ბრიტანელი ექსპერტის დევიდ კელის მკვლელობის საქმეს იძიებს, პარასკევს განაცხადა, რომ სასამართლო მომდევნო კვირაში პრემიერ-მინისტრ ტომ ბლერის უფროს თანაშემწეს ელისტერ კემპბელს დაკითხავს. ჰიტონის თქმით, შემდგომ პროცესზე იგი თანამიმდევრობით პრემიერ-მინისტრის კიდევ რამდენიმე თანაშემწის დაკითხვას აპირებს. ბოლოს კი ჯერი თავად ტომ ბლერზეც მიდგება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG