Accessibility links

logo-print

სამხრეთი გერმანიის ქალაქ ვუნზიდელში პოლიციამ


სამხრეთი გერმანიის ქალაქ ვუნზიდელში პოლიციამ დღეს ულტრამემარჯვენე ორგანიზაციათა 70-ზე მეტი აქტივისტი დააპატიმრა.

სამხრეთი გერმანიის ქალაქ ვუნზიდელში პოლიციამ დღეს ულტრამემარჯვენე ორგანიზაციათა 70-ზე მეტი აქტივისტი დააპატიმრა.
ისინი მესამე რაიხის ნაცისტთა ერთ-ერთი ლიდერის, რუდოლფ ჰესის გარდაცვალების მეთექვსმეტე წლისთავს აღნიშნავდნენ. სულ დემონსტრაციაში 2,500-დე ნეონაცისტი მონაწილეობდა. ქალაქში ათასამდე პოლიციელია მობილიზებული. ნიურნბერგის პროცესზე ჰესს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ბერლინის შპანდაუს ციხეში. 1987 წლის 17 აგვისტოს მან თავი მოიკლა და ვუნზიდელში იქნა დაკრძალული.
XS
SM
MD
LG