Accessibility links

logo-print

ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 7 პოლიციელი დაიღუპა


ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 7 პოლიციელი დაიღუპა, 400 კაციან უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკებისას.

ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 7 პოლიციელი დაიღუპა, 400 კაციან უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკებისას.
სროლის დროს მოკლულია 15 თავდამსხმელიც, იუწყება "ასოშიეიტედ პრესი"პაკთიქის პროვინციის გუბერნატორ მოჰამედ ალი ჯალალზე დაყრდნობით.
გუბერნატორის თქმით, თავდასხმა ქალაქ ბარმალის პოლიციის განყოფილებაზე კვირა ღამეს მოხდა. თითქმის მთლიანად დანგრეულია პოლიციის შენობა.
ადგილობრივ ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ თავდამსხმელთა შორის ტალიბები და ამბოხებული საველე მეთაურის გულბედდინ ჰექმათიარის რაზმი ღებულობდა მონაწილეობას. პოლიციის მტკიცებით, რაზმი ავღანეთში პაკისტანის ტეროტორიის გავლით შევიდა.
XS
SM
MD
LG