Accessibility links

logo-print

იარაღით ვაჭრობა საქართველოში: ვარაუდები და რეალობა


თუკი აქამდე, საქართველოს გავლით ცეცხლსასროლი

იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო ტრანზიტი, აპრიორი რუსეთი სამხედრო ბაზების ხელმძღვანელობას ბრალდებოდა, ორი კვირის წინ საქართველოში პირველად ითქვა, რომ იარაღის ვაჭრობაში ესტაფეტა საქართველოს სამხედრო უწყებებმაც არანაკლები წარმატებით აიტაცეს. ამასთან, საქართველოს გავლით იარაღის ტრანზიტის თემამ, გამოძახილი კავკასიიდან შორს, ჩეხეთშიც ჰპოვა, სადაც ამ პრობლემას რამდენიმე პუბლიკაცია მიეძღვანა. თუმცა, საქართველოს ოფიციალური წრეები კვლავ აცხადებენ, რომ საქმე მხოლოდ დაუდასტურებელ ვარაუდებთან გვაქვს. თემას კობა ლიკლიკაძე გაგანგრძობს.


გასულ კვირაში სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკა ჯანჯღავამ სენსაციური განცხადება გააკეთა საქართველოში იარაღის უკანონო ვაჭრობის შესახებ. შეიარაღებულ ძალებში ფეხმოკიდებული კორუფციისა და კლანური მმართველობისადმი პროტესტის ნიშნად, შარშან ივლისში, თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადამდგარი სარდალი აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, შესაძლოა, კავშირში იყვნენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობით უკანონო ვაჭრობასთან. ნიკა ჯანჯღავს თქმით, პირველი ეჭვები ამსი თაობაზე წარმოიშვა მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს მან სახმელეთო ჯარებში იარაღის ხელახალი აღრიცხვა მოითხოვა და მოულოდნელ წინააღდეგობას წააწყდა თავდაცვის სამინიტროს ხელმძღვანელობის მიმართ.

[ნიკა ჯანჯღავას ხმა] "ამან გამოიწვია მთავარი პრობლემა. გარდა ამისა, არის დიდი ქაოსი იარაღის აღრიცხვისა დ აგადატანის მიმართულებით, რაც მე მაძლევს უფლებას ვივარაუდო, რომ რუსეთის იარაღის ბაზარი საქართველოში დაიხურა და ახლა ეს ვაკუუმი თავად საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა შეავსეს. ამის თქმის უფლებას მაძლევს კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარება, საიდანა აქტიურად გაედინება იარაღი და იგივე ვითარებაა ფოთის სამხედო მიმართულებაზეც."

თუმცა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის ბრალდებებზე, კომენტარს თავი აარიდა. საქართველოს პრეზიდენტის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის, პოლკოვნიკ გივი იუკურიძის თქმით კი, ლაპარაკი საქართველოდან იარაღის უკანონო გატანზე ადრეც ყოფილა, მაგრამ ის ჯერ ვარაუდის სფეროს არ სცილდება.

[გივი იუკურიძის ხმა] "რაც შეეხება იარაღის თემას, მე მხოლოდ იმაზე შემიძლია გიპასუხოთ, რაც სამხედრო ნაწილებშია აღრიცხვაზე, ტრანზიტზე კი საბაჟოსა და სასაზღვრო იუწყებებს ევალებათ პასუხისმგებლობა. ისე კი შემიძლია გიტხრათ, რომ იარაღის კონტრაბანდაზე ლაპარაკი ეხლა უფრო ვარაუდების სფეროს განეკუთვნება."

საკუთარი ვარაუდების გასამყარებლად, ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუში, სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა ნიკა ჯანჯღავამ გაიხსენა ორი წლის წინანდელი ისტორია, ბულგარეთში დაკავებული სამხედრო ტვირთის შესახებ, რომელიც მოწმობდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორია მესამე ქვეყნებში იარაღის გასატანადაც გამოიყენებოდა.

[ნიკა ჯანჯღავას ხმა]"ნებისმიერი სახი შეიარრება იყიდება ან ტიპის თვითმფრინავენი, 1580 მილიმეტრიანი ჭურვები და გაუბიცები. მეორე გზაა იარაღის ჯართად ჩამოწერა და აბსოლუტურად გაუგებარია, თუ როგორ ხდება ჯართად ჩამოწერა და გატანა. გაიხსენეთ ასევე ორო წლის წინ, ბულგარეთში დაკავაბეული იარაღი ისტორია, რაც ასევე ბევრ შეკითხვებს ბადებს."

ნიშანდობლივია, რომ ამ ფაქტით ცოტა ხნის წინ ჩეხი ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ. მით უფრო, რომ ჩეხეთი, ცნობილი იარაღის ფირმა "ტომეშის" სახით, საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი. ჩეხეთის ტელევიზიის კორესპონდენტი ონდრეი სოკუპი სამი თვის წინ ჩასულიც იყო საქართველოში, რათა დაედგინა, ხომ არ ხვდება ოფიციალური გზით საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ჩეხეთიდან მიწოდებული საბრძოლო იარაღი, რეტრანზიტის ფორმით, მესამე ქვეყნების ბაზარზე, როგორც ბულგარეთის ეპიზოდში იყო.

[ონდრეი სოკუპის ხმა] "ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით ფირმა "ტომეშს" და გვქონდა ეჭვი, რომ მას იარაღი იმ ქვეყნებშიც გაჰქონდათ, რომლებზეც გაეროს ემბარგო ვრცელდება. ეს ეჭვები გააძლიერა იმ სკანდალამ, რომელიც ორი წლის წინ მოხდა ბულგარეთში. ჩვენი მონაცემებით, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მოთხოვნით, მაშინ დააკავეს ჩეხური იარაღით დატვირთული თვითმფრინავი, რომელიც საქართველოში მიფრინავდა. მაგარამ უკრაინულმა ეკიპაჟმა დანიშნულების ადგილის გრაფაში ჩაწერა ერითრია, რომელიც იმხანად გაეროს ემბარგოს ქვეში იყო. მაგრამ დაკავების დროს ეკიპაჟი გაიქცა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. მაგრამ ორი კვირის შემდეგ საქართველომ განაცხადა, რომ იარაღი მისია და უკრაინულ ეკიპაჟს მასთან არაფერი ესაქმებოდა. ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, ჩავსულიყავით საქართველოში და გაგვეგო, მერეც ხომ არ ჰქონდა ადგილი ამგვარ გაუგებრობებს."

მაგრამ, როგორც ჩვენთან ინტერვიუში ონდრეი სოკუპმა აღნიშნა, გადამღები ჯგუფი საქართველოდან ხელმოცარული დაბრუნდა.
ხმამაღალი განცხადების მიუხედავად, არც სახმელეთო ჯარების ყოფილ სარდალს აქვს ილუზია, რომ იარაღის კონტრაბანდის წინააღდეგ ბრძოლას მწვანე შუქი აენთება საქართველოში, სადაც შავი ბიზნესს თავად ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსანი მოხელეები მფარველობენ.

ღირს გავიხსენოთ, 17 ივნისს მომხდარი ფაქტი, როდესაც თბილისთან ახლოს, ნატახტარის საკომტროლო-გამშვებ პუნქტთან ცხინვალიდან მომავალ ავტომანქანა "ლენდ კრუიზერში", 5 ერთეული ხელის გადასატანი ყუმბარსატყორცნი აღმოჩნდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომანქანის მფლობელი ცხინვალში მცხოვრები ე.წ. "კანონიერ ქურდი" შაქრო კალაშოვს იყო, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი კი ცხინვალიდან თბილისისკენ უშიშროების სამინისტროს ობიექტების დაცვის მე-11 ქვეგანყოფილების სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მაიორ სიმონ მჭედლიძესა და რუსეთის მოქალაქე არტურ ლუტიკოვს გადმოჰქონდათ. დამნაშავეთა სამყაროსა და სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლების ასეთი სიმბიოზი კი ჩვეულებრივი მოვლენაა საქართველოში და იგი არა მხოლო იარაღის ვაჭრობის, ან ბიზნესის სფეროს, არამედ პოლიტიკასაც მნიშვნელოვანწილად აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG