Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამჟამად ოფიციალური


იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, აცხადებს, რომ ჩრდილოეთი კორეის ატომურ კრიზისთან დაკავშირებულ ექვსმხრივ მოლაპარაკებებზე

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, აცხადებს, რომ ჩრდილოეთი კორეის ატომურ კრიზისთან დაკავშირებულ ექვსმხრივ მოლაპარაკებებზე
განხილვის ერთ-ერთი საკითხი ჩრდილოეთი კორეის მიერ იაპონიის მოქალაქეთა გატაცებაც უნდა იყოს. იუნიხიროკოიზუმიმ ეს საკითხი გერმანიის კანცლერ გერჰარდ შროდერთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე წამოჭრა. ჩრდილოეთი კორეა აღიარებს, რომ მისმა აგენტებმა ათწლეულების წინათ მართლაც გაიტაცეს იაპონიის რამდენიმე მოქალაქე. იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს: "მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთი კორეის ატომური პროგრამა იქნება მომავალი ექვსმხრივი მოლაპარაკებების მთავარი თემა, იაპონიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია გატაცებების საკითხის განხილვა". მომავალ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგულისხმოა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი მოწოწდება ჩინეთის მიმართ. ჯონ ჰოვარდმა დღეს პეკინში ყოფნისას განაცხადა: [ჰოვარდის ხმა] "არ არსებობს ჩინეთზე მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩინეთს აქვს მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი ზეგავლენა ჩრდილოეთ კორეაზე და მან შეასრულა სრულიად კონსტრუქციული და დადებითი როლი". ჩრდილოეთი კორეის საკითხზე სამსჯელოდ ორშაბათს მოსკოვიდან ვაშინგტონში გაემგზავრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიაკი. ორშაბათსვე ჩრდილოეთმა კორეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებს ხელი მოაწერის არააგრესიულობის პაქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბირთვული პროგრამების გაგრძელებით იმუქრება.
XS
SM
MD
LG