Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის წითელმა ჯვარმა ორშაბათს დაიწყო


ერაყის წითელმა ჯვარმა ორშაბათს დაიწყო სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი ყოფილი სასახლის ტერიტორიის თხრა იქ ამერიკელების მიერ წარმოებული საომარი ოპერაციების შედეგად დაღუპული

ერაყის წითელმა ჯვარმა ორშაბათს დაიწყო სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი ყოფილი სასახლის ტერიტორიის თხრა იქ ამერიკელების მიერ წარმოებული საომარი ოპერაციების შედეგად დაღუპული
ერაყელების გვამების მოძიების მიზნით. წითელი ჯვარი აცხადებს, რომ მოხალისეების მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მდინარე ტიგროსის მახლობლად მდებარე კომპლექსზე 45 გვამი აღმოაჩინეს, რომლებიც ამოცნობის შემდეგ ოჯახებს გადაეცემათ. დღემდე არ არის ზუსტი მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენი ერაყელი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა ერაყის ომში. წითელი ჯვარი ვარაუდობს, რომ მათი რაოდენობა 15-დან 20 ათასამდე უნდა იყოს. კოალიციის სამხედროები კი აცხადებენ, რომ ომის დროს ექვსიდან 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული.
XS
SM
MD
LG