Accessibility links

logo-print

თელავივის ცენტრში მდებარე რესტორნის მახლობლად


თელავივის ცენტრში მდებარე რესტორნის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაიჭრა ექვსი პირი. ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარს უფრო კრიმინალური

თელავივის ცენტრში მდებარე რესტორნის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაიჭრა ექვსი პირი. ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარს უფრო კრიმინალური
საფუძველი აქვს, ვიდრე ტერორისტული. არ ყოფილა მინიშნება, რომ დღევანდელი აფეთქება ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს უკავშირდება. თუმცა, ამ ვერსიის გამო ისრაელი -პალესტინის ურთიერთობა აქტუალურობას დღესაც არ კარგავს. პალესტინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი მოჰამედ დაჰლანი გამოთქვამს იმედს, რომ კონფლიქტის მხარეები მალე გადაწყვეტენ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ოთხი ქალაქის პალესტინელებისთვის გადაცემის საკითხს. დაჰლანის აზრით, მოლაპარაკებები ხვალ დასრულდება და ისრაელის მხარე ქალაქებს: იერიქონს, კალკილიას, რამალასა და ტულკარემს ორი კვირის განმავლობაში გადააბარებს პალესტინელებს. ამ პროცესის გაჭიანურება გამოიწვია ისრაელის მიერ პალესტინის უშიშროებისგან პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ისრაელებზე თავდასხმების აღკვეთის გარანტიის მოთხოვნამ.
XS
SM
MD
LG