Accessibility links

logo-print

უკრაინის პოლიციამ დააკავა სამი გერმანელი


უკრაინის პოლიციამ დააკავა სამი გერმანელი იმის გამო, რომ ისინი ნებარვის გარეშე კერძო თვითმფრინავით დნეპროპეტროვსკში დაჯდნენ. უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახური

უკრაინის პოლიციამ დააკავა სამი გერმანელი იმის გამო, რომ ისინი ნებარვის გარეშე კერძო თვითმფრინავით დნეპროპეტროვსკში დაჯდნენ. უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახური
იტყობინება, რომ გერმანიის სამი მოქალაქე გუშინ უკრაინის სამხრეთში მათი თვითმფრინავის დაჯდომიდან სულ მალე დააკავეს. ჯერ-ჯერობით ცნობილია ის, რომ გერმანელები დნეპროპეტროვსკში ბიზნეს-ვიზიტით ჩავიდნენ, მაგრამ არ ჩათვალეს საჭიროდ თავიანთი ვიზიტის უკრაინის საჰაერო მიმოსვლის უწყებასთან შეთანხმება. ინტერფაქსი იტყობინება, რომ თუკი გერმანიის სამ მოქალაქეს უკრაინაში უკანონოდ შესვლის ბრალდება დაუმტკიცდათ, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და თვითმფრინავის კონფისკაცია ელით.
XS
SM
MD
LG