Accessibility links

ერაყელი ინჟინრები და ამერიკელი სამხედროები


ერაყელი ინჟინრები და ამერიკელი სამხედროები დღეს ერაყის ნავთობის თურქეთში საექსპორტო მილსადენის შეკეთებაზე მუშაობენ. გასულ პარასკევსა და შაბათს მილსადენზე ორი

ერაყელი ინჟინრები და ამერიკელი სამხედროები დღეს ერაყის ნავთობის თურქეთში საექსპორტო მილსადენის შეკეთებაზე მუშაობენ. გასულ პარასკევსა და შაბათს მილსადენზე ორი
აფეთქება განხორციელდა და მას ცეცხლი უკიდია. როგორც ვარაუდობენ, მილსადენის შეკეთებას 10 დღე დასჭირდება. შეერთებული შტატების მიერ დანიშნული სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ერაყში პოლ ბრემერი აცხადებს, რომ მილსადენის დაზიანების გამო, რომლითაც ერაყის ნავთობი თურქეთის პორტ ჯეიჰანში მიედინებოდა, ერაყი დღეში 7 მილიონ დოლარს კარგავს. კვირას კი ბაღდადში ააფეთქეს ძირითადი წყალსადენი, რის გამოც ბაღდადის დიდი ნაწილი წყლის გარეშეა დარჩენილი.
XS
SM
MD
LG