Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ასრულებს საკუთარ ფუნქციას საქართველოს პარლამენტი


საქართველოს პრეზიდენტი კიდვე ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას ქვეყნის პარლამენტის არაქმედობაუნარიანობის გამო. ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის მუშაობა18 აგვისტოს გააკრიტიკა.

ორშაბათის ტრაციულ რადიოინტერვიუში მან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი მისიის შესრულებისა და ამით ქვეყნის წინაშე ვალის მოხდისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის უკმაყოფილების მიზეზი ამჯერად ის გახდა, რომ გაჭიანურდა წლევანდელი ბიუჯეტის კორექტირების პროექტის განხილვა. გასულ კვირაში ამ საკითხის განხილვა პარლამენტმა კვორუმის პრობლემის გამო ვერ დაიწყო. საქართველოს მოქმედი პარლამენტი მუშაობის თვალსაზრისით რომ სერიოზულად მოიკოჭლებს, ამას არც ამ ორგანოში უარყოფენ. სახელისუფლებო ფრაქციები საპარლამენტო კრიზისში,პირველ რიგში, სპიკერატს, შემდეგ კი ოპოზიციურ ფრაქციებს ადანაშაულებენ. თუმცა ოპოზიციის ფლანგზე მოქმედი ძალების ლიდერებს, ისევე როგორც სახელისუფლებო ბლოკში გაერთიანებულ ძალებს, დღესდღეობით ყველაზე მეტად საარჩევნო საკითხები აინტერესებთ. 18 აგვისტოს "გაერთიანებული დემოკრატები" არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე მსჯელობდნენ.

თუ მიმდინარე კვირასაც ვერ შეძლებს პარლამენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, ანუ ბიუჯეტის კორექტირების გარშემო მსჯელობის დაწყებას, ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასეთ შემთხვევაში მთავრობას გაუჭირდება სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მოპოვება "პარიზის კლუბში" საქართველოს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხთან დაკავშირებით და სიღარიბის დაძლევის პროგრამასაც ჩაშლა დაემუქრება. ძალიან მოკლედ ასე აღწერს პრეზიდენტი საფრთხეს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა განაპირობებს. ამ შეუსრულებელ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, მთავრობაა, თუმცა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა პარლამენტსაც ეკისრება. მთავრობა და მისი მეთაური პარლამენტისგან სასწრაფოდ ელის ბიუჯეტის კორექტირების შესახებ პროექტის განხილვას და დამტკიცებას და ეს ის შემთხვევაა, როცა ამოსავალი ბიუჯეტის სეკვესტრთან დაკავშირებით სავალუტო ფონდისგან მიღებული დავალების უსწრაფეს ვადებში შესრულებაა. ბიუჯეტის კორექტირების პროექტში დანაშაულებრივ ელემენტებს რომ ხედავენ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი - სავალუტო ფონდის მხარდაჭერის შენარჩუნებაა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას, როგორც აღნიშნავენ, დეფოლტი ემუქრება.

შეგახსენებთ: 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეკვეცა 85 მილიონი ლარის ფარგლებშია დაგეგმილი და ამ გეგმას გასულ კვირაში პარლამენტში სხვადასხვა ძალებმა გაუწიეს წინააღმდეგობა. ბიუჯეტის კორექტირების შესახებ პროექტის განხილვისთვის სრული მობილიზაცია მარტო სახელისუფლებო ფრაქციებმა გამოაცხადეს. დანარჩენების პოზიციებს ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თვამჯდომარე ვიტალი ხაზარაძე ციფრებით აღწერს :

[ვიტალი ხაზარაძის ხმა] "გაერთიანებული დემოკრატების" ოცდასამი კაციდან ხუთი იყო სხდომაზე, მაჟორიტარებიდან თხუთმეტიდან - ორი, აღირძინებიდან - ოთხი, ახალი მემარჯვენეებიდან კი ცამეტიდან - ერთი, ტრადიციონალისტებიდან ცამეტიდან - სამი გატარდა რეგისტრაციაში. "


ასეთი ვითარება იყო საქართველოს პარლამენტში 15 აგვისტოს. ამ დღეს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა რეგისტრაციაში გავლა შეგნებულად არ ისურვეს. ბიუეჯტის სეკვესტრის შესახებ მთავრობაში შემუშავებული პროექტი მათთვის მიუღებელი იყო და არის. ეს არის ამ პროექტის განხილვის დაწყების გაჭიანურებისა და პარლამენტის მისამართით პრეზიდენტის მიერ გამოთქმული შენიშვნის მიზეზიც. ამ შენიშვნას ეთანხმებიან სახელისუფლებო ფრაქციებში, თუმცა იქ განმარტავენ, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო წელიწადნახევარია არაქმედობაუნარიანია და ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში სპიკერატია. ვიტალი ხაზარაძის აზრით, ბოლო დროს სწორედ სპიკერატი ხდება ხოლმე პარლამენტის სხდომების ჩაშლის მიზეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები აქვთ სპიკერატშიც, თუმცა იქ 18 აგვისტოს სხვა მიმართულებით უნდა ჰქონოდათ ყურადღება გადატანილი, კერძოდ, " მოქალაქეთა კავშირის" ვაშლიჯვრის ყოფილი ოფისისკენ, სადაც "გაერთიანებული დემოკრატების’" პოლიტ. საბჭომ პარლამენტის თავმჯდომარის ირგვლივ გაერთიანებულ ძალებთან ერთად საარჩევნო ბლოკის შექმნა გადაწყვიტა. ბურჯანაძის და ჟვანიას საარჩევნო გაერთიანების პრეზენტაცია რამდენიმე დღეში შედგება.
XS
SM
MD
LG