Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხვადასხვა მონაცემით, 16 ადამიანი დაიღუპა


სხვადასხვა მონაცემით, 16 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე სერიოზულად დაშავდა სამშაბათს, ბაღდადში გაეროს წარმომადგენლობის ოფისში მომხდარი

სხვადასხვა მონაცემით, 16 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე სერიოზულად დაშავდა სამშაბათს, ბაღდადში გაეროს წარმომადგენლობის ოფისში მომხდარი
მძალავრი აფეთქების გამო. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სერიოზულად არის დაშავებული გაეროს სპეციალური წარგზავნილი სერჟიო ვიერა დე მელო და პროგრამის "სურსათი ნავთობის სანაცვლოდ" დირექტორი ბენონ სევანი, რომელიც აფეთქების პერიოდში კონფერენციას მართავდა. კონფერენციის მონაწილე რამდენიმე ადამიანი კვლავ იმყოფება ნანგრევების ქვეშ, რომლის გაწმენდაზე მაშველები მუშაობენ. ამერიკის სარდლობას ეჭვი აქვს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული. ერაყში მომხდარი აფეთქების გამო შეშფოთება გამოთქვეს დასავლეთის ქვეყნებმა და გაეროს უშიშროების საბჭომ. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების დროს მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა სერჟიო ვიერა, გაეროს სპეციალური წარგზავნილი ერაყში.
XS
SM
MD
LG