Accessibility links

logo-print

ერაყში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ტაჰა იასინ


ერაყში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ტაჰა იასინ რამადანი დააკავეს, როგორც დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები და ტელკომპანია "ალ ჯაზირა" იუწყებიან,

ერაყში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ტაჰა იასინ რამადანი დააკავეს, როგორც დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები და ტელკომპანია "ალ ჯაზირა" იუწყებიან,
რამადანი ორშაბათს, ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ მოსულში ქურთმა მებრძოლებმა შეიპყრეს. მაგრა, პენტაგონის პრესმდივნის, დაიან პერის თქმით, რამადანი უკვე გადაეცა ამერიკელის სარდლობას. ტაჰა რამადანი ერაყის ყოფილ ლიდერთა 55 კაციან სიაში, მე 20 ნომრად ირიცხებოდა და მასზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძებნა იყო გამოცხადებული.
ერაყის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შეპყრობის ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას დიდი სიამოვნება მიანიჭა ამ ინფორმაციის მიღებამ და დარწმუნებულია, რომ სხვა დამნაშავეებიც იმავე ხვედრს გაიზიარებენ.
XS
SM
MD
LG