Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ სამშაბთს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ სამშაბთს, დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ ათასობით ავღანელ მოქალაქეს მოუწოდა

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ სამშაბთს, დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ ათასობით ავღანელ მოქალაქეს მოუწოდა
მონაწილეობა მიიღომ ქვეყნის აღდგენის "წმინდა საქმეში." ქარზაის თქმით, ავღანეთი ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს, რათა დაეწიოს დანარცენ მსოფლიოს." დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები საგანგებო რეჟიმზე იქნა გადაყვანილი. თუმცა გაეროს გამნაღმველი სააგენტოს ცნობით მათ ოფისს პროვინცია ვარდაკში გამთენიისას ოცზე მეტი ადამიანი დაესხა თავს. მომხვდურებმა ოფისის რამდენიმე ავღანელი თანამშრომელი ცემეს, ხოლო შენობა დაარბიეს. ყანდაგარში აფეთქება მოხდა ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ ყარზაის ძმის სახლთანაც, რის გამოც ორი მცველი დაიჭრა. თუმცა, ოფიციოზის თქმით, აფეთქება შემთხვევით, საბრძოლო მასალის ტრანსპორტიების დროს მოხდა.
XS
SM
MD
LG