Accessibility links

შეერთებული შტატების მიერ დანიშნულმა ერაყის


შეერთებული შტატების მიერ დანიშნულმა ერაყის მმართველმა საბჭომ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა მას მერე, რაც წუხელ ბაღდადში, გაეროს შტაბ-ბინაში მომხდარ აფეთქებას მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეერთებული შტატების მიერ დანიშნულმა ერაყის მმართველმა საბჭომ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა მას მერე, რაც წუხელ ბაღდადში, გაეროს შტაბ-ბინაში მომხდარ აფეთქებას მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საბჭოს წევრმა აჰმად ჩალაბიმ თქვა, რომ თავდასხმა, როგორც ჩანს, სადამ ჰუსეინის რეჟიმის მომხრეებმა მოაწყვეს. ამასთან, ჩალაბის სიტყვებით, საბჭომ გააფრთხილა შეერთებული შტატები ტერაქტის საფრთხის თაობაზე. [ჩალაბის ხმა] "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერაყში შეუძლებელია უსაფრთხოების აღდგენა ან შენარჩუნება, სანამ ამ პროცესში სრულად არ მიიღებენ მონაწილეობას ერაყელები. კოალიცია ამ მოსაზრებისკენ იხრება." ჩალაბის თქმითვე, ოფიციალური მონაცემებით, ამ წუთისთვის 21 ადამიანია დაღუპული, თუმცა მსხვერპლთა ძებნა გრძელდება და მათი რიცხვი ალბათ გაიზრდება. ამასობაში გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ტერაქტის გამო გაერო არ შეწყვეტს ბაღდადში საქმიანობას. დღესვე ერაყში ამერიკული ფირმის ადგილობრივი თანამშრომელი იქნა მოკლული და ამერიკის ორი სამხედრო დაიჭრა ქალაქ თიქრითში.
XS
SM
MD
LG