Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის შალის რაიონში, სოფლების ავტურისა


ჩეჩნეთის შალის რაიონში, სოფლების ავტურისა და სერჟენ-იურტის მახლობლად ოთხშაბათს მსხვილმასშტაბიანი ბრძოლა დაიწყო მოჯაჰედების რაზმებსა და ადგილობრივ მილიციასა და რუსეთის არმიას შორის.

ჩეჩნეთის შალის რაიონში, სოფლების ავტურისა და სერჟენ-იურტის მახლობლად ოთხშაბათს მსხვილმასშტაბიანი ბრძოლა დაიწყო მოჯაჰედების რაზმებსა და ადგილობრივ მილიციასა და რუსეთის არმიას შორის.
როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იტყობინება, ჯერჯერობით უცნობია ორივე მხარეზე დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რიცხვი. სამხედროების თქმით, ბრძოლაში სულ ცოტა 10 შეიარაღებული ჩეჩენი დაიღუპა. რაიონის ადმინისტრაციის მონაცემებით, ალყაში მოქცეული მოჯაჰედების დასახმარებლად მოსაზღვრე ტყეებიდან ცდილობენ გარღვევას მათი თანამებრძოლები. ჩრდილო კავკასიაში ოპერაციების მართვის შტაბის ხელმძღვანელობა ცდილობს, სასწრაფოდ გადაისროლოს საბრძოლო რაიონში არმიის ქვედანაყოფები.
XS
SM
MD
LG