Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა


პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა განკარგულება გასცა, დააკავონ გუშინ იერუსალიმში მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორები.

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა განკარგულება გასცა, დააკავონ გუშინ იერუსალიმში მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორები.
ავტობუსში მომხდარი აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ორმა დაჯგუფებამ - "ისლამურმა ჯიჰადმა" და "ჰამასმა". აფეთქების შედეგად სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. დაღუპულთა და დაჭრილთა შორის ბევრი ბავშვია. დღეს დაგეგმილია მაჰმუდ აბასის შეხვედრა პალესტინელთა ლიდერთან იასირ არაფატთან, რათა გადაწყდეს, რა ზომები უნდა იქნეს მიღებული გუშინდელი ტერაქტის შემდეგ. მანამდე აბასი თავისი კაბინეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიღებულა. პალესტინელთა ინფორმაციის მინისტრის ნაბილ ამრის თქმით, კაბინეტის შეხვედრის შემდეგ აბასს დაურეკა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა და მოუწოდა მას, ყოველი ღონე იხმაროს, რათა უფრო მეტი საფრთხე არ შეექმნას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს.
XS
SM
MD
LG