Accessibility links

logo-print

დღეს 35 წელი შესრულდა ჩეხოსლოვაკიაში


დღეს 35 წელი შესრულდა ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ჯარების შეჭრიდან. ოკუპანტებმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით

დღეს 35 წელი შესრულდა ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ჯარების შეჭრიდან. ოკუპანტებმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით
ბოლო მოუღეს "პრაღის გაზაფხულის" სახელით ცნობილ რეფორმებს და აღადგინეს მკაცრი კურსის მომხრე კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც 21 წელი გასტანა. დღეს პრაღაში პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ შპიდლამ ყვავილების თაიგული მიიტანა ჩეხეთის რადიოსთან, რომელიც ოკუპანტებისადმი წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა. როგორც შპიდლამ აღნიშნა, ოკუპაციით დაიწყო "წყვდიადის ხანგრძლივი პერიოდი". [შპიდლას ხმა] "მართალია, ეს იყო ხანგრძლივი და სასტიკი პერიოდი, მაგრამ იმავდროულად იყო თავისუფლებისათვის ბრძოლის მორიგი ეტაპი. და ეს ბრძოლა არ დამთავრებულა 1989 წლის 17 ნოემბრამდე".
XS
SM
MD
LG