Accessibility links

logo-print

ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელთა გასამხედროებულ


ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელთა გასამხედროებულ ჯგუფ "ჰამასის" უმაღლესი რანგის წარმომადგენელი ისმაილ აბუ შანაბი. ეს იყო საპასუხო ზომა

ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელთა გასამხედროებულ ჯგუფ "ჰამასის" უმაღლესი რანგის წარმომადგენელი ისმაილ აბუ შანაბი. ეს იყო საპასუხო ზომა
იერუსალიმში სამშაბათს მოწყობილ ტერაქტზე, რომელმაც 20-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აბუ შანაბის მოკვლის შემდეგ კი "ჰამასმა", ისევე როგორც დაჯგუფება "ისლამურმა ჯიჰადმა" დაუყოვნებლივ განაცხადეს, რომ აღარ დაიცავენ სამთვიან ზავს, რომელიც ძალაში შევიდა 29 ივნისს და ისრაელზე თავდასხმების შეჩერებას ითვალისწინებდა. "ჰამასის" დამაარსებლისა და სულიერი ლიდერის, შეიხ აჰმედ იასინის სიტყვებით, მისი ორგანიზაცია შურს იძიებს: [იასინის ხმა] "თავდასხმა და დანაშაული, რომელიც დღეს ჩაიდინა ისრაელმა მტერმა, უპრეცედენტოა. ისრაელის ნასროლმა ნაღმებმა მოკლა პოლიტიკური ლიდერი და ამით ყველანარი ზღვარი გადაილახა. მთელი პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება. ამ ნაღმებმა მოკლეს აქამდე მიღწეული ყველა გარიგება და ძალადობაზე ჰამასის მიერ ნათქვამი უარი. ამის შედეგების მთელი პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება". აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ხუთშაბათს ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანთან შეხვედრის შემდეგ პალესტინელების ლიდერებს მოუწოდა, ითანამშრომლონ ახლო აღმოსავლეთის ბოლო სამშვიდობო გეგმის, ანუ "გზამკვლევისადმი" მხარდაჭერის განახლების მისაღწევად. მაგრამ პალესტინელთა პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი, მისივე თქმით, შიშობს, რომ აბუ შანაბის მოკვლა გააძნელებს ექსტრემისტების წინააღმდეგ ზომების მიღებას.
XS
SM
MD
LG