Accessibility links

logo-print

დიპლომატები მსჯელობენ გაეროს უშიშროების საბჭოს


დიპლომატები მსჯელობენ გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციაზე, რომელიც გაეროს წევრ სახელმწიფოებს მიმართავს თხოვნით, გაზარდონ ერაყისთვის განკუთვნილი რესურსები.

დიპლომატები მსჯელობენ გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციაზე, რომელიც გაეროს წევრ სახელმწიფოებს მიმართავს თხოვნით, გაზარდონ ერაყისთვის განკუთვნილი რესურსები.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა. პაუელი შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, კოფი ანანს ერაყში უშიშროების საკითხებზე მოსალაპარაკებლად მას შემდეგ, რაც სამშაბათის ტერაქტმა ბაღდადში გაეროს შტაბბინაში 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც პაუელმა აღნიშნა, "გაეროს გადაწყვეტილი აქვს, ისევე როგორც კოალიციას, ისევე როგორც შეერთებულ შტატებს - დარჩეს ერაყში და იზრუნოს დაპირების შესრულებაზე. ეს დაპირებაა სადამ ჰუსეინის რეჟიმის განადგურება..."
პაუელმა აღნიშნა ისიც, რომ აშშ არ განიხილავს მმართველობის გაეროსათვის ჩაბარების შესაძლებლობას.
XS
SM
MD
LG