Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში გამართულ გამოსათხოვარ ცერემონიაზე, ერაყის


ბაღდადში გამართულ გამოსათხოვარ ცერემონიაზე, ერაყის ოფიციალურმა პირებმა და საერთაშორისო დიპლომატებმა პატივი მიაგეს გაეროს სპეცწარმომადგენლის სეჯიო ვიეირა დე მელოს ხსოვნას.

ბაღდადში გამართულ გამოსათხოვარ ცერემონიაზე, ერაყის ოფიციალურმა პირებმა და საერთაშორისო დიპლომატებმა პატივი მიაგეს გაეროს სპეცწარმომადგენლის სეჯიო ვიეირა დე მელოს ხსოვნას.
დე მელო, გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ერაყში, გაეროს ოფისთან ოთხშაბთს მომხდარი ტერაქტის დროს, 22 ადამიანთან ერთად დაიღუპა. ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ადმინისტარციის ხელმძღავნელმა პოლ ბრემერმა დაკრძალვაზე მყოფ საზოგადოებას განუცხადა, რომ თავდასხმების მიუხედავად ერაყის რეკონსტრუქციისკენ მიმართული ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება. ბრემერის თქმით მას ახარებს ის ფაქტი, რომ ტერორისტთა ჯინაზე გაერო გეგმავს, ხვალიდანვე განაახლოს საქმიანობა ბაღდადში. ბრაზილიის საჰაერო ძალების რეაქტიულმა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც დე მელოს ცოლი და ორი შვილიც იმყოფებოდა, გარდაცვლილის გვამი ბრაზილიაში გადაასვენა, სადაც გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია გაიმართება. გაეროს სპეცილაურ წარმომადგენელს კი საფრანგეთში დაკარძალავენ.
XS
SM
MD
LG