Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში დაპატიმრებულია ირანის


დიდ ბრიტანეთში დაპატიმრებულია ირანის ყოფილი ელჩი არგენტინაში - ხადი სოლეიმანპური, რომელსაც ბუენოს-აირესის ებრაულ კულტურულ ცენტრში, 1994 წელს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობა ბრალდება.

დიდ ბრიტანეთში დაპატიმრებულია ირანის ყოფილი ელჩი არგენტინაში - ხადი სოლეიმანპური, რომელსაც ბუენოს-აირესის ებრაულ კულტურულ ცენტრში, 1994 წელს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობა ბრალდება.
როგორც ცნობილია, ამ აფეთქების შედეგად არგენტინის დედაქალაქში 85 ადამიანი დაიღუპა. არგენტინის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ტერაქტის უკან ირანი დგას, თუმცა, ირანის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და პროტესტს გამოთქვამს ყოფილი ირანელი დიპლომატის დაკავების გამო. ყოფილი ელჩის ექსტრადირების საკითხი ბრიტანეთის სასამართლომ დღესვე განიხილა და უარი უთხრა, თავდებით მის გათავისუფლებაზე. მოსალოდნელია, რომ ხადი სულეიმანპური არგენტინის ხელისუფლებას გადაეცემა.
XS
SM
MD
LG