Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარებმა, პარასკევს, კვლავ მოახდინეს


ისრაელის ჯარებმა, პარასკევს, კვლავ მოახდინეს ღაზას სექტორის ძირითადი მაგისტრალის ბლოკირება

ისრაელის ჯარებმა, პარასკევს, კვლავ მოახდინეს ღაზას სექტორის ძირითადი მაგისტრალის ბლოკირება
და იგი ორ ნაწილად დაჰყვეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გუშინ პალესტინელმა მებრძოლებმა ამ ტეროტორიაზე არსებულ ებრაულ დასახლებებსა და სექტორის საზღვართან მდებარე ებრაულ ქალაქ სდეროტს ნაღმსატყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. როგორც იუწყებიან, დღესვე ისრაელმა ჯარიკაცებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ნაბლუსის რეიდიდ დროს ექსტერმისტული დაჯგუფება "ალ-აყსას წამებულთა ბრიგადის" ერთი წევრი და ორი პალესტინელი მოკლეს. თავის მხრივ, დაჯგუფება "ჰამაზის" ლიდერის გუშინდელი მკვლელობის გამო, პალესტინის ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა დაარღვიეს ისრაელთან ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულება და შურისგების აქტებით იმუქრებიან. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით კი, ტერორისტთა ლიდერების ლიკვიდაცია შემდგომშიც გაგრძელდება, თუკი პალესტინის ხელისუფლება თავად არ განაიარაღებს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს.
XS
SM
MD
LG