Accessibility links

შშს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა პარასკევს


შშს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა პარასკევს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა,

შშს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა პარასკევს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა,
რომ ბოლო წლებში სვანეთში უამრავი პრობლემა დაგროვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სვანეთში თავს აფარებენ კრიმინალური ელემენტები და იქ უკანონო იარაღია თავმოყრილი. მისი თქმით, ოპერაცია მსხვილმასშტაბიანი არ იქნება, მაგრამ პროფილაქტიკური ზომების გატარება აუცილებელია.
ზოგიერთი მონაცემით, სვანეთში შეიძლება შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები გადაისროლონ. სპეცღონისძიებები ამ რეგიონში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დავალებით განხორციელდება, რომელმაც მიმდინარე კვირას სვანეთში შექმნილი კრიმინოგენული სიტუაციის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
XS
SM
MD
LG