Accessibility links

პარლამენტმა პარასკევს მთელი დღის განმავლობაში


პარლამენტმა პარასკევს მთელი დღის განმავლობაში ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შესძლო რიგგარეშე სხდომის დაწყება,

პარლამენტმა პარასკევს მთელი დღის განმავლობაში ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შესძლო რიგგარეშე სხდომის დაწყება,
რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი უნდა დამდგარიყო კენჭისყრაზე. პარლამენტში ხუთჯერ ჩატარდა რეგისტრაცია, მაგრამ 118 დეპუტატი დარბაზში არ აღმოჩნდა, რაც საჭირო იყო სხდომის გასახსნელად. სახელმწიფო მინისტრი, "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარე ავთანდილ ჯორბენაძე საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პოლიტიკაში მოსვლის საშუალება დაუკარგონ იმ ჯგუფებს, რომლებიც ,,პოპულისტური დაპირებებით" გამოდიან და პოლიტიკური თამაშების ხერხებს მიმართავენ. ამის შესახებ ჯორბენაძემ პარასკევს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, მას შემდეგ, რაც ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელსაც ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრის გამო, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც არ ესწრებოდა. პარლამენტში პარასკევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი უნდა დამდგარიყო კენჭისყრაზე. ჯორბენაძის თქმით, პარლამენტმა საქართველოს მოსახლეობას კარგი გაკვეთილი ჩაუტარა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდნენ დეპუტატები.
XS
SM
MD
LG