Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს დაგმო ბაღდადსა და იერუსალიმში ამ კვირაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმები,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს დაგმო ბაღდადსა და იერუსალიმში ამ კვირაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმები,
და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ტერორისტების ძებნას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში ბუშმა თქვა, რომ ეს ორი თავდასხმა განახორციელეს ტერორისტებმა, რომელთა მიზანია "თავიანთი ტოტალიტარული თვალთახედვა" მოახვიონ თავს დანარჩენ მსოფლიოს. ჯორჯ ბუშმა განაცხადა აგრეთვე, რომ ძალადობა არ უნდა გახდეს ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და პალესტინელთა სამომავლო ურთიერთობის განმსაზღვრელი ფაქტორი
[ჯორჯ ბუშის ხმა]: "ძალადობის ფონზე ვერასოდეს დაარსდება პალესტინის სახელმწიფო. ასეთი სახელმწიფოს დაარსება და ისრაელის უშიშროების უზრუნველყოფა მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ ყველა მხარე რეგიონში დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს ტერორს", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG