Accessibility links

ჰოლივუდის კინომსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს


ჰოლივუდის კინომსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს,

ჰოლივუდის კინომსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს,
რომ ჩეჩენ ლტოლვილებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი და რომ არ უნდა მოხდეს მათი იძულებით დაბრუნება ჩეჩნეთში. ჯოლიმ, რომელიც კეთილი ნების მისიით ესტუმრა რუსეთს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის დავალებით, დღეს მოსკოვში განაცხადა, რომ გაერო ყურადღებით გაადევნებს თვალს ჩეჩენი ლტოლვილების მდგომარეობას. სამი დღის წინ, ვიდრე იგი ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკს მოინახულებდა ინგუშეთში, ანჯელინა ჯოლი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური ფედოტოვს ესაუბრა ჩეჩენ ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ. როგორც მსახიობმა აცნობა მოგვიანებით ჟურნალისტებს, ფედოტოვმა მას აღუთქვა, რომ ლტოლვილები არ იქნებიან იძულებით დაბრუნებულები ჩეჩნეთში. რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ 1 ოქტომბრისათვის ინგუშეთში, ლტოლვილთა ყველა ბანაკი დაიხურება და გროზნოში იქნება გადატანილი.
XS
SM
MD
LG