Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და იტალია შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე


გერმანია და იტალია შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე საიმიგრაციო პოლიტიკის სფეროში,

გერმანია და იტალია შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე საიმიგრაციო პოლიტიკის სფეროში,
მათ შორის იმ იმიგრანტების დეპორტაციის საკითხში, რომელთა თხოვნა თავშესაფრის მიღებაზე უარყოფილ იქნა. შეთანხმება გერმანიისა და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრების - ოტო შილისა და ჯუზეპე პიზანუს შეხვედრაზე იქნა მიღწეული. მინისტრებმა ევროკავშირის საზღვრების დაცვაზეც იმსჯელეს. იტალია, ევროკავშირის ერთიანი სასაზღვრო სამსახურის შექმნის წინააღმდეგია. ბერლინმა, თავის მხრივ, უარყო რომის წინადადება, რომ ეროვნულ სასაზღვრო უწყებებს დამატებითი სახსრები გამოუყონ.
XS
SM
MD
LG