Accessibility links

logo-print

"ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუფების შეიარაღებული ფრთა


"ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუფების შეიარაღებული ფრთა იმუქრება, რომ შურს იძიებს

"ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუფების შეიარაღებული ფრთა იმუქრება, რომ შურს იძიებს
გუშინ, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად მოკლული ოთხი პალესტინელისთვის. "ეზედინ ალ-ყასამის ბრიგადების" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპასუხო იერიში უახლოეს მომავალში განხოციელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალების სარდალმა მოშე იაალონმა განაცხადა, რომ თუ პალესტინელთა თვითმმართველობა ექსტრემისტებს ვერ უსწორდება, ამას ისრაელი გააკეთებს. დღეს პალესტანელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა უშიშროების დარგში თავის მრჩევლად დანიშნა ჯიბრაილ რაჯუბი, რომელიც უწინ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რაჯუბმა განაცხადა: [ჯიბრაილ რაჯუბის ხმა] "ჩვენ ვივალდებულეთ, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული მასშტაბით, გარდავქმნათ უშიშროების სისტემა და სამსახურები. ბოლო ოთხი თვის მანძილზე ამჟამინდელი მთავრობა ამ მიზნის განხორციელებას ცდილობდა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ეს ცდა წარუმატებელი გამოდგა და უთანხმოებები გამწვავდა როგორც უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელებს, ისე პოლიტიკურ ლიდერებს შორის." ექსპერტთა შეფასებით, ჯიბრაილ რაჯუბის დანიშვნა კიდევ უფრო გაამწვავებს ურთიერთობას იასირ არაფატსა და ავტონომიის პრემიერ-მინისტრს, მაჰმუდ აბასს შორის.
XS
SM
MD
LG