Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად
რეგისტრაციაში გაატარა 11 პოლიტიკური ორგანიზაცია. კომისიის გადაწყვეტილებით, რეგისტრაცია გაიარეს "ერთიანმა საქართველომ", კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტიამ, რესპუბლიკურმა და სოციალისტურმა პარტიებმა, "სპორტულმა საქართველომ", მოქალაქეთა კავშირმა, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, მრეწველობისა და ეკონომიკური აღმავლობის პარტიამ, ინტელექტუალთა ლიგამ. ცალკე განიხილეს ქალთა დაცვის კავშირისა და "ტრანსპორტელთა დარბაზის" რეგისტრაციის საკითხი, რადგან მათ პარლამენტში დეპუტატი არ ჰყავთ და რეგისტრაციაში გასატარებლად 50 ათასი ხელმოწერის წარმოდგენა სჭირდებათ. დაადასტურა რა, რომ, რომ შეგროვილი ხელმოწერები ნამდვილია, კომისიამ ქალთა დაცვის კავშირი და "ტრანსპორტელთა დარბაზი" რეგისტრაციაში გაატარა. ამჟამად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 16 პარტიაა რეგისტრირებული.
XS
SM
MD
LG