Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, ჭურვის აფეთქების შედეგად, მსუბუქად


ერაყში, ჭურვის აფეთქების შედეგად, მსუბუქად დაშავდა ქართული სამშვიდობო ასეულის ოთხი გამნაღმმველი.

ერაყში, ჭურვის აფეთქების შედეგად, მსუბუქად დაშავდა ქართული სამშვიდობო ასეულის ოთხი გამნაღმმველი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ ქართველი სამხედროები საარტილერიო ჭურვების უტილიზაციის პროცესში მონაწილეობდნენ. დაშავებულები კოალიციური ძალების სარდლობის საველე-სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ერაყში გაგზავნილ სამშვიდობო ასეულში მსახურობენ სპეციალური დანიშნულების მებრძოლები, გამნაღმმველები და სამხედრო მედიკოსები. ასეული თიქრითის მიდამოებშია დისლოცირებული.
XS
SM
MD
LG